შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე „ნოსტე“-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
შპს “ჯი პი პი” აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაოს აღწერა:
- კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, თათბირების ორგანიზება;
- სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
- კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა;
- ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
- დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
- კომპანიისათვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
- ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
- გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ფოკუსირება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- დროის მართვა;
- იუმორის გრძნობა
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4ა
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: HR@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ოფის მენეჯერი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი პი პი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!