შპს „პსპ ფარმა“ აცხადებს ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის მენეჯერის ვაკანსიას ქალაქ თბილისში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის დროული შემუშავება, ორგანიზება, ინფორმირება - დანერგვა, რეგისტრაცია. (დოკუმენტბრუნვა);
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის დოკუმენტაციის პერიოდული გადამოწმება, ცვლილებათა შეტანა, ძველი ვერსიების გამოთხოვნა და არქივირება, ახალი ვერსიების აქტივირება;
- შეუსაბამობის გამოვლენა და მასზე მაკორექტირებელი მოქმედებების შესრულების ორგანიზება;
- სწავლების წლიური განრიგის შედგენა და შესრულების კოორდინაცია;
- შიდა აუდიტის წლიური განრიგის შედგენა, შიდა აუდიტის ჩატარება, შედეგების დოკუმენტირება ანგარიშის სახით;
- გარე აუდიტებში მონაწილეობა;
- მომწოდებელთა, გარე კონტრაქტორთა შეფასების პროცესში მონაწილეობა
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ფარმაცევტული,სამედიცინო ან იურიდიული მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
- ხარისხის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სისტემების მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაცია - გააჩნდეს EU GDP 343-ის სერტიფიკატი;
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემისა და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის ცოდნა და შესაბამისი ტრეინინგები აღნიშნული მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21.03.2025.