ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიკონ გრუპი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
სამშენებლო კომპანია “ვიკონ გრუპი” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა:  თბილისი, რუსთაველის გამზ. მიმდებარედ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი   9:00-18:00 

სამუშაოს აღწერა:
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
  • ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი;
  • ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
  • სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული მხრარდაჭერა
  • კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
  • მონაწილეობა  დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
  • მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
  • მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Mail, Internet) ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;  სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად..
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სწრაფი და აკურატული ბეჭდვითი უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

პიროვნული უნარები:
  • მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება  შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@vikon.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.