ესთეტიკის ცენტრის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მილენიუმ +
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი, ოფისის მენეჯმენტი
ესთეტიკის ცენტრი მილენიუმ + აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ცენტრი გამოირჩევა მრავალწლიანი გამოცდილებით, მყუდრო და ლამაზი გარემოთი, მაღალი ხარისხის მომსახურებით და პაციენტებსა და დასაქმებულ პერსონალზე ორიენტირებული მიდგომით.
მდებარეობა: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის ქუჩა.
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება ესთეტიკის სფეროში
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ საშუალო დონეზე
  • მენეჯერულ (ან ადმინისტრატორის) პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
  • ორგანიზაციული უნარები
 
მოვალეობები:
  • ცენტრის მართვა
  • ფუნქციების გადანაწილების და შესრულების მონიტორინგი
  • ბაზარზე არსებული ფასების მოკვლევა, შედარება და სერვისებისა და სააქციო ფასების გამოყვანა
  • ახალი იდეების და სტრატეგიების შემუშავება
  • შიდა პროცესების მართვა და ეფექტიანობის ამაღლებაზე ზრუნვა
  • დირექტორთან, მარკეტინგის გუნდთან და ექიმებთან მუდმივი თანამშრომლობა და ერთობლივი გეგმების შესრულებაში მონაწილეობა
  • მოხსენება დირექტორისთვის
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მაღალ ანაზღაურებას და სტაბილურ სამუშაოს
 
თუ თვლით, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:  milleniumesteticplus@gmail.com
ან დაგვიკავშირდით +995 596373377