შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას ოფის- მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: 8თ30წთ – 17თ30წთ სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი, N1ა, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, სართული 6 ანაზღაურება: 1500ლ+ (ნეტ).
კვალიფიკაცია და მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია უცხო ენების მიმართულებით);
- სამოქალაქო სამართლის საბაზისო ცოდნა;
- ოფის-მენეჯერის, თარჯიმნის ან რეფერენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული, რუსული (B2 დონეზე), ინგლისური(დონე B2 ან უფრო მაღალი) ენების სრულყოფილად ცოდნა;
- კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, დონე B2 ან უფრო მაღალი;
- Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
- დავალებების მართვის და პრიორიტეტების ეფექტურად განსაზღვრის უნარი;
- დაკვირვებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პოზიტიური აზროვნების უნარი, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა,
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დროის მართვის უნარი.
მოვალეობები:
- ყოველდღიური ადმინისტრაციული ამოცანების გადაჭრა, მათ შორის სატელეფონო ზარებზე და ელ.ფოსტაზე პასუხის გაცემა, მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
- ხელშეკრულებების შაბლონების შევსება და ხელმოსაწერად მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის;
- თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების, შესვენების და სხვა დისციპლინალური საკითხების აღრიცხვა;
- ფაილებისა და ჩანაწერების ორგანიზება, სკანირება და დაარქივება;
- შეხვედრებზე განხილული ჩანაწერების მომზადება, სტენოგრაფია;
- შეხვედრების და მოგზაურობის ღონისძიებების დაგეგმვა გუნდისთვის;
- ოფისის ბიუჯეტზე და ხარჯებზე ზედამხედველობა, მათ შორის საოფისე ინვენტარისა და აღჭურვილობის შეძენისას;
- ოფისის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან თანამშრომლობა;
- ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაცია ტექნიკურ საკითხებზე;
- ოფისის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მესამე პირებთან თანამშრომლობა;
- სხვა თანამდებობრივი ფუნქცია მოვალეობების შესრულება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან დაგვიკავშირდით
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16; ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 24.03.2025. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.