სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.
ჰოლდინგი აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და ფილიალები აქვს ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ფუნქცია - მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან გადამისამართება;
- შეხვედრების ორგანიზება;
- საოფისე მარაგების მონიტორინგი/შეძენის უზრუნველყოფა;
- ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის მეილის/ ცხელი ხაზის მართვა; შემოსული ინფორმაციის შესაბამის პირთან გადამისამართება.
- კომპანიის კორესპონდენციის მართვა; მიღება/გაგზავნა;
- სამეურნეო ხარჯების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გამოცდიელბა;
- ეფექტური კომუმუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა და ოპერატიულობა;
- პუნქტუალურობა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-დან - 18:00- საათამდე.
ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას !