ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზება;
  • პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება.
  • პროექტების ფინანსური მონიტორინგი, გადახრების ანალიზი და რეპორტინგი;
  • ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)
  • არსებული პროექტების დეტალური ბიუჯეტირება და ბიუჯეტის საჭიროებისამებრ განახლება;
  • კომპანიის ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
  • ფინანსური ფორმების სტანდარტიზება და რეპორტინგის სისტემის აწყობა;
  • ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე მხარდაჭერა ფინანსურ საკითხებზე (საჭირო ფორმების მომზადება, ფინანსური მოდელების დამუშავება, კომერციული გუნდის საფასო პოლიტიკის შემუშავება...)

სავალდებულო მოთხოვნები:
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office საოფისე  პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა; 
  • Fitpass; 
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით; 
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის; 
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; 
  • განვითარების შესაძლებლობა;
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.