"კომპანია "4Hospitals", სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;
- კომპანიის ფინანსური მონაცემების მუდმივი ანალიზი გაყიდვების მიმართულებით;
- აქტიური მუშაობა ძირითად სააღრიცხვო პროგრამაში, მონაცემების მიღება და სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისი რეპორტების წარმოება;
- ყოველთვიური გეგმების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და მიმდინარე შესრულებასა და სამომავლო პროგნოზზე ინფორმაციის მიწოდება კომერციის და სხვა დეპარტამენტებისთვის;
- მარაგების ბრუნვადობის მუდმივი ანალიზი და ხანდაზმული მარაგების მონიტორინგი;
- მარაგების შეკვეთების ფორმირებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა არასტანდარტული რეპორტების ფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება. "4Hospitals" გისურვებთ წარმატებას! "