ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი აშენდი აგრო საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
შპს „აშენდი აგრო საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას „ფინანსური ანალიტიკოსის“ პოზიციაზე 
მდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29 
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
სამუშაო საათები: 09:00-18:00 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ყოველდღიური წარმოების რეპორტის მომზადება 
  • ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები); 
  • თვიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა; 
  • წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება; 
  • ფინანსური/ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნეს ადმინისტრაციაში; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ანალიტიკაში; 
  • მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური მდელების შედგენის გამოცდილება; 
  • Excel-ის და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების კარგი ცოდნა; 
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა; 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება; 
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი სტრესულ სიტუაციებში; 
  • გუნდთან მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური ანალიტიკოსი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 2025 წლის 25 იანვარი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.