უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუქცია-მოვალეობები:
  • ფინანსური მონაცემების ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში ჩართულობა;
  • პროექტების ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზში და პრონოზში ჩართულობა;
  • დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის ანალიზი;
  • ფინანსური მონაცემების შეგროვება და კომპეტენციის ფარგლებში დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
  • აუდიტორად, ბიზნეს ანალიტიკოსად, ფინანსურ ანალიტიკოსად, ფინანსურ კონტროლიორად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
  • ინგლისურის ცოდნის დონე - B2;

პირადი უნარ-ჩვენები:
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ეფექტური კუმუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2025 წლის 17 იანვრისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!