საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას „ფინანსური ანალიტიკოსის“ პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:30 -18:30
ანაზღაურება: 2500 ლარი (საქართველოში მოქმედი გადასახადების ჩათვლით) ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი.
ძირითადი მოვალეობები:
- წლიური ბიუჯეტის შედგენასა და შემდგომში ანალიზში მონაწილეობის მიღება. ფაქტიურ მონაცემებთან შედარება, გადახრების იდენტიფიცირება და გამოკვლევა.
- ფინანსური ანგარიშგებების აწყობა ბუღალტრული ინფორმაციიდან (ფულის მოძრაობა, მოგება-ზარალი და ა.შ.)
- პროექტების ფინანსური მოდელების შექმნა, პერიოდული კორექტირება/განახლება
- სხვა ყოველდღიური დავალებების შესრულება.
ცოდნა და უნარები:
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
- ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება (1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
- ინგლისური ენის ცოდნა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზვანოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ „ფინანსური ანალიტიკოსი“.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.