ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ნოსტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე ნოსტე_ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. 
შპს ჯი პი პი აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
  • კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:
  • საწარმოო საოპერაციო პროცესების ანალიზი;
  • რეალიზაციის ანალიზი;
  • წლიური/თვიური ბიუჯეტის დაგეგმვა და ანალიზი;
  • ახალ პროექტებზე კვალიფიციური ფინანსური ანალიზისა და ბიზნეს გეგმის მომზადება და მისი პრეზენტაცია;
  • კომპანიის წარმოების პროცედურების ანალიზი;
  • კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • კომპანიაში ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების შემუშავება;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება და ანალიზი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი (ანალიტიკის განხრით)
  • განათლება, ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი, (განიხილებიან დამამათავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • სპეციალობა: ფინანსები, მენეჯმენტი, აუდიტი
  • MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენები: ინგლისური - ძალიან კარგი, რუსული - სასურველი
 
პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი მოტივაცია;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ფოკუსირება;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვა;

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, საბურთალო, ცინცაძის #12
  • ანაზღაურება: შეთანხმებით 

დამატებითი ინფორმაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმებიის გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი 2024 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: info@gpp.ge , ასევე გთხოვთ მეილის “Subject” ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ანალიტიკოსი“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის შესაბამისად "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი პი პი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება სამი წლის ვადით
შპს “ჯი პი პი“ (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.