Kim Yum აცხადებს ვაკანსიას: აზიური სამზარეულოს შეფ-მზარეული
6 დღიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება შეფ-მზარეული - 1500 ლარიდან, მზარეულის დამხმარე - 1000 ლარიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარ მეფის გამზ.13
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესში ხარისხის კონტროლი;
- დასამზადებელი პროდუქციის კალკულაციის შედგენა და სტანდარტის დაცვით მუშაობა;
- მენიუს შექმნა/დახვეწა, დამუშავება - მუდმივი მონიტორინგი;
- საკვები პროდუქტებისა და საჭირო ნედლეული შერჩევა;
- სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
- კერძების ხარისხის შემოწმება, დეგუსტაცია;
- რეცეპტის კონფიდენციალურობის დაცვა;
- სამზარეულოს კერძების მომზადება;
- კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
- საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
- საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თავაზიანობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საწარმოო რეცეპტების შემუშავების გამოცდილება
- ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.