5* სასტუმრო Royal Tulip და Casino აცხადებს ვაკანსიას:აღმასრულებელი შეფი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი რეცეპტების შემუშავება;
- საჭმლის მომზადების კონტროლი და პრეზენტაცია;
- სამზარეულოს პერსონალის მართვა;
- საკვების მარაგების შეკვეთა/შენახვა;
- სანიტარული წესების დაცვა;
- პერსონალის საკითხების მოგვარება სამზარეულოს პერსონალს შორის;
- ეფექტური სისტემების შემუშავება;
- კულინარიული ტრენინგის პროგრამების შემუშავება და განხორციელება, კულინარიული გუნდის უნარებისა და ცოდნის ასამაღლებლად;
- სურსათის მარაგის მართვა, ხარჯების კონტროლი და მაქსიმალური მომგებიანობა მაღალი ხარისხის შენარჩუნებით;
- ხელმძღვანელობასა და დეპარტამენტს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოს მომსახურებისა და პროდუქტის ოპერაციების შენარჩუნება და გაუმჯობესება მაქსიმალური მოგების მიზნით, სტუმრების კმაყოფილების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
- ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად;
- კვებით უზრუნველყოფა;
- დაზღვევა
იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrc@royaltuliptbilisi.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!