სამორინე "ეკლიფსი" (ქ. ბათუმი) აცხადებს მიღებას რესტორნის ბრენდ შეფ-კონდიტერის თანამდებობაზე.
ვალდებულებები:
მოთხოვნები:
პირობები:
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Job.EclipseCasino@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ვალდებულებები:
- ბრენდის საერთო კონცეფციის შესაბამისად ახალი კერძების დამუშავება და დანერგვა, აგრეთვე რეცეპტებისა და პრეზენტაციის სტანდარტების შექმნა;
- კერძთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება: ყველა საჭირო პარამეტრის გათვალისწინებით, კერძის ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბარათის, აგრეთვე კერძის საკონტროლო დამუშავების აქტის, კალკულაციისა და ხარჯების დასაბუთების დოკუმენტის შექმნა;
- „მენიუს“ შედგენა, სადაც გაწერილი იქნება კერძის გატანის წესი და მისი მომზადების ტექნოლოგია;
- შესასყიდი ინგრედიენტების სიის შედგენა;
- სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, დესერტისა და გამომცხვარი პროდუქტების დამოუკიდებლად დამზადება;
- საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის გაფართოებაში აქტიური ჩართულობა;
- კონდიტერების სწავლება და მათი მუშაობის კოორდინირება;
- კონკურენტების ანალიზი;
- პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის შემუშავება და შექმნა (ცომის მოზელა, ფორმირება, და გამოცხობა);
- სანიტარული წესებისა და ნორმების დაცვის კონტროლი;
- სხვადასხვა ტიპის ცომის, შიგთავსის, კრემის მომზადება შესაბამისი რეცეპტის მიხედვით;
მოთხოვნები:
- პიროვნული თვისებები: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა;
- ტექნოლოგიურ ბარათებთან მუშაობის უნარი;
- თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით ახალი საკონდიტრო ნაწარმის დანერგვის წარმატებული გამოცდილება;
- კრემთან, ბისკვიტთან და ფხვიერ ცომთან მუშაობის უნარი;
- საკონდიტრო წარმოების ბრენდ-შეფად მუშაობის გამოცდილება არა ნაკლებ 3 წელი;
- დაკვეთით დამზადების უნარი (ტორტი, მარციპანითა და კარამელით მორთვა)
პირობები:
- სრული სამუშაო დღე
- დამსაქმებლის ტერიტორიაზე
- პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Job.EclipseCasino@gmail.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!