მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი აგრონომი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის  პოზიციაზე, ქ. თბილისში (ოკრობას მიმდებარედ) მდებარე მაღაზიისთვის

მდებარეობა: ქ. თბილისი (დიდუბის ავტოსადგურის მახლობლად)
სამუშაო განრიგი: კვირაში ექვსი დღე: ორშაბათი - შაბათი
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)ხელფასი,  დამატებით  წლიური ბონუსი, გაყიდული პროდუქციიდან, დეტალურად განვიხილავთ გასაუბრების დროს;

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიის ყოველდღიურად ფუნქციობირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • ფინანსური ოპერაციების კონტროლი/მონიტორინგი;
  • საბუღალტრო პროგრამაში ფინანსური ოპერაციების გატარების მონიტორინგი;
  • მომსახურების სტანდარტის ეფექტურობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პროდუქციის მიღება-დასაწყობების კოორდინირება/კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთებისა და რეალიზაციის კონტროლი;
  • პროდუქციის აღრიცხვის წარმოება და მარაგების სიზუსტის მონიტორინგი;
  • ოპერატორის მიერ გადაცემული სალაროს თანხის დამსაქმებლის ანგარიშზე შეტანა;
  • დამსაქმებლის პოლიტიკის შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • კონსიგნაციით გაცემული საქონლის საფასურის დროულად მიღების ხელშეწყობა;
  • დახლზე პროდუქციის განლაგების და მათზე ფასის მაჩვენებლების კონტროლი;
  • საკადრო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობა;
  • უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებლის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია აგრონომის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
  • მაღაზიის მენეჯერად  მუშაობის გამოცდილება.
  • პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მაღაზიის მენეჯერი თბილისში მდებარე მაღაზიისთვი