„ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და მომხარებლებს სთავაზობს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის 76
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ანაზღაურება: 2500 ₾
ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმების მართვა, შესრულებების კონტროლი, გადაცდენების გამოვლენა და დროული რეაგირება;
- კორპორატიული და საბითუმო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება;
- საცალო მომხმარებლების მოზიდვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების ორგანიზება და დამტკიცების უზრუნველყოფა;
- ყოველთვიურად საცალო მომხმარებლების მოზიდვის ღონისძიებებზე იდეების გენერაციის, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;
- მომხმარებლების ლოიალობის პროგრამების განვითარების და დანერგვის უზრუნველყოფა;
- მაღაზიებში ქროს სელინგის, მერჩენდაიზინგის სტანდარტების განვითარების უზრუნველყოფა;
- მაღაზიების ხელმძღვანელების კოორდინაცია და მართვა გაყიდვების გაზრდის მიზნით, მათი განვითარება, უკუკავშირი;
- მომხმარებლების მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და საკითხის დაყენება შესაბამის პირებთან;
- ახალი მაღაზიების გახსნის შესაძლებლობების გამოვლენა და წინადადებების დაყენება მენეჯმენტთან;
- ახალი მაღაზიის გახსნის პროექტის კოორდინაცია და მართვა,
- გაყიდვების მეთოდოლოგიების, გაიდლაინების ფორმირება მაღაზიის თანამშრომლებისთვის;
- ორგანიზაციის ბრენდის კომპონენტების განვითარების ორგანიზება;
- ორგანიზაციისათვის საზიანო ფაქტზე დროული რეაგირება და შესაბამისი განცხადების მომზადება/გავრცელება;
- სხვადასახვა მიმდინარე დავალებები, რეპორტები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (გაყიდვები, მენეჯმენტი ან მსგავსი მიმართულება);
- საცალო ვაჭრობის (რითეილის) სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების მართვისა და გუნდის ლიდერობის გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
- ორგანიზებულობა, სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- უცხო ენები: რუსული ან/და ინგლისური;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- 30% ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@zgvaludi.ge
გისურვებთ წარმატებას!