მაღაზიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი OnePrice
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
OnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ცხრა ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.

OnePrice, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მაღაზიის მენეჯერი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
  • მომხმარებელზე ფოკუსირება;
  • ინტენსიური მუშაობის სურვილი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქციური პასუხისმგებლობა:
  • საქონლის წინასწარი მომზადება (საქონლის წარდგენა, ფასის ეტიკეტების რეგისტრაცია და ა.შ.);
  • მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
  • გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
  • მაღაზიის გაყიდვების გეგმების შესრულება, მომხმარებელთა ბაზის გაზრდა;
  • კონსულტაცია და მეგობრული მომსახურება, დახმარება პროდუქტის არჩევაში;
  • მაღაზიის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა;
  • სალარო ოპერაციების მართვა და კონტროლი.

სამუშაო პირობები:
  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობა
  • მაღაზიის მენეჯერი. რვა საათიანი დინამიური გრაფიკი - ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები);
  • მოლარე -კონსულტანტი: ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება - ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები).
  • თავის გამოჩენის შემთხვევაში დაწინაურება + ბონუსები (გაყიდვებიდან და მონდომებული მუშაობიდან გამომდინარე)

აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია https://forms.gle/gbFLaWVqLrG85HMt7
გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე