გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ვერტექს დისტრიბუშენ
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)

სადისტრიბუციო კომპანია "ვერტექს დისტრიბუშენ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.


კომპანია „ვერტექს დისტრიბუშენ“-ი ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან მოღვაწეობს და დაკავებულია კომპიუტერული და სხვა ტექნიკის დისტრიბუციით. კომპანია ეძებს კანდიდატს რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ბრენდების განვითარებას და მათ დისტრიბიუციას.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადგილობრივი ბაზრის შესწავლა;
  • ახალი პარტნიორების მოძიება;
  • მცირე კლიენტებისთვის მომსახურების გაწევა.


მოთხოვნები:

  • კომპიუტერული ტექნიკის ცოდნა ჩათვლება უპირატესად;
  • გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.


ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობა, აქტიური, პსუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო ადგილი: თბილისი;  დიღმის მასივი, შალვა გოგიძის 10.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარიდან + ბონუსი.


დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vrtx.ge ; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი “.


თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.