კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნავთობკომპანია ქონექთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 130-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 800-ზე მეტ თანამშრომელს. 
ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში. 

სამუშაო პირობები: 
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #2ა;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ 
  • ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად.  

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კორპორატიული კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება; 
  • კორპორატიული კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება; 
  • შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; 
  • საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების შემოწმება და ვალიდურობის დადგენა;  
  • საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების მხარდაჭერა;
  • კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე-აგს-ებზე ტალონებისა და კორპორატიული ბარათების გადანაწილება და მიწოდების უზრუნველყოფა; 
  • გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი საბარათე-სატალონე სისტემაში; 
  • კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით;
  • ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; 
  • თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგ(ებ)ი; 

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური); 
  • მოლაპარაკების უნარი; 
  • მაღალი დონის მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!