სამშენებლო კომპანია "ვინსონი" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს კანდიდატს რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის განვითარებას და სერვისების შეთავაზებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სერვისების დეტალური შესწავლა;
- სერვისების რეალიზაციაზე ზრუნვა როგორც პირადი კომუნიკაციით, ისე მეილისა და სატელეფონო ზარების საშუალებით;
- კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი კომპანიების მოძიება;
- გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (ბაზრის ანალიზის საფუძველზე სწორი გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება);
- ბანკებთან თანამშრომლობა და პირობების ცოდნა;
- კონკურენტების საქმიანობის შესწავლა და შედარებითი ანალიზის გაკეთება;
მოთხოვნები:
- გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენების ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ანალოგიურ სფეროში მიღებული სერთიფიკატები ჩაითველება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, კომუნიკაციის კარგი უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- Microsft-ის პროგრამების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი; საბურთალო, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა 7ა.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურება დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vinson.ge; გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " B2B გაყიდვების მენეჯერი“.