B2C გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Asbc
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
Apple Premium Resellers Team in Georgia, ASBC | iSpace აცხადებს ვააკნსიას B2C გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

გინდა, რომ შენი კარიერა ტექნოლოგიებთან და საერთაშორისო კომპანიასთან იყოს დაკავშირებული? მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
iSpace – Apple-ის ერთადერთი პრემიუმ რესელერი მაღაზიათა ქსელი საქართველოში, გიწვევს, გახდე ჩვენი გუნდის წევრი და იმუშაო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრენდთან!

რა გელოდება ჩვენთან?
  • დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში
  • Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა
  • თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა)
  • მაღალი და შეუზღუდავი ანაზღაურება (ფიქსირებული: 1300 ლარი + ბონუსი)
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა

რას ველით შენგან?
  • მომხმარებელთა მეგობრული მომსახურება
  • ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ჩვენს პროდუქტებზე
  • ონლაინ გაყიდვების მხარდაჭერა და გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა და ჩვენი ბრენდის ცნობადობის გაზრდა

ვის ვეძებთ?
  • ადამიანს, ვისაც უყვარს გაყიდვები, მომხმარებლებთან ურთიერთობა და მუშაობის გამოცდილება აქვს მსგავს პოზიციაზე
  • ადამიანს, ვინც იცის ინგლისური ენა მინიმუმ B2 დონეზე
  • ადამიანს, რომელსაც აქვს კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
  • ადამიანს, ვისაც უნდა მოერგოს და განვითარდეს ელექტრონულ კომერციაში

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, მცოცავი გრაფიკი)
ცვლები: 10:00-19:00 | 13:00-22:00
2 დღე დასვენება

ლოკაცია:
თბილისი – საბურთალო, სულხან ცინცაძის ქუჩა 12.

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV! https://hel-ai.com/apply/zBWJpr0d
შენი კარიერა იწყება აქ! 
 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე