ღვინის მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. 
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას  „ღვინის მაღაზიის მოლარე კონსულტანტის“ პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • მომხმარებლისთვის კომპანიის წარდგენა, პროდუქციის გაცნობა და შემგდომ შეთავაზება; 
  • მომხმარებლისთვის ღვინის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; 
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ. 
  • მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევის პროცესში. 
  • პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. 
  • პროდუქციის განსათავსებელ ადგილას წესრიგისა და სისუფთავის დაცვა. 
 
აუცილებელი მოთხოვნები:  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • ღვინის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • გამართული  მეტყველების უნარი 
  • პრეზენტაბელურობა 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • დროის მართვის უნარი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 08 დეკემბერი 

 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   (CV),  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ღვინის მაღაზიის მოლარე კონსულტანტის“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”