მაღაზია „ქენშოპ“-ს (Canshop) ესაჭიროება მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი
Canshop-ი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროდუქციის რეალიზებას თავისი მაღაზიის, ვებ-გვერდისა და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდის მეშვეობით. სარეალიზაციო პროდუქციას შეადგენს საბავშვო და ზრდასრულთა ჰიგიენის, თავის მოვლის, სახლის მოვლის, პარფიუმერია-კოსმეტიკის საშუალებებსა და სხვ.
სამუშაო ადგილი:
- ქ. თბილისი; დ. გურამიშვილის N64
მოვალეობები:
- სარეალიზაციო პროდუქციის განთავსება თაროებზე;
- მომხმარებლისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- მომხმარებელთან ანგარიშსწორება;
- მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა;
- რეპორტინგი.
მოთხოვნები და უნარები:
- მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობიანი;
- კომუნიკაბელური;
- მოტივირებული;
- ენერგიული;
- მინიმუმ 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
სამუშაო დრო:
10:00 - დან 16:00 - მდე ან
16:00 - დან 22:00 - მდე (დასვენება კვირაში 1 დღე)
ხელფასი: 700 ლარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: d.sarkisiani@canshop.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 იანვრისა ვაკანსიის დასახელების მითითებით (ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება).
თქვენს მიერ გამოზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.