აღრიცხვის ოპერატორი / მოლარე

თბილისი სრული განაკვეთი ზუმერი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1800
გაყიდვები: მოლარე
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  თბილისში აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე.

ზუმერი გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურებას 1000 – 1800 ლარს; 
  • კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას.
  • სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
  • ერთი წლის თავზე, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
  • 1C პროგრამის სწავლებას;
  • მრავალფეროვან წახალისების სისტემას; 
  • სხვა და სხვა კორპორატიულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტერექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
  • სხვა და სხვა ტრენინგებსა და კურსებს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 
  • გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების  წესების სრული დაცვით წარმოება;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
  • გაყიდული პროდუქციის სწორად გაცემის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დანიშნულებისამებრ გადამისამართება;


დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/PuDWCC4IM0
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე