"დასაქმების სააგენტო ეიჩარი" აცხადებს ვაკანსიას - სამზარეულოს კოორდინატორის პოზიციაზე.
შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს კომპანია "გლოვო ჯორჯია ინფრასთრაქჩასთან" (Glovo) თანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პირობები:
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
შერჩეული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს კომპანია "გლოვო ჯორჯია ინფრასთრაქჩასთან" (Glovo) თანამშრომლობის ფარგლებში.
სამუშაო პირობები:
- ობიექტი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად სამუშაო მოითხოვს ცვლებში მუშაობას, კვირაში ჯამში 40 საათი, მათ შორის ღამის საათებში
მთავარი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- მონაწილეობის მიღება სამზარეულოს ასისტენტების შერჩევისა და ტრენინგის პროცესში
- სამზარეულოს ასისტენტებისთვის პასუხისმგებლობების გადანაწილება
- გუნდის ზედამხედველობის ინსტრუნტების შემუშავება
- გუნდის წევრების სამუშაო გრაფიკის მომზადება და შესამისობის უზრუნველყოფა,
- შვებულებებისა და დასწრებების აღრიცხვა
- სამზარეულოს მუშაობის პროცესის ზედამხედველობა და მოქმედების გეგმისშესრულების უზრუნველყოფა
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია
- ყველა შეკვეთის მიღებისა და დამუშავების ზედამხედველობა/უზრუნველყოფა
- სამზარეულოს ოპერაციებთან ან/და შეკვეთებთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების აღმოჩენა და არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრა
- სამზარეულოს პროტოკოლის განვითარებაში ან/და ცვლილებაში მონაწილეობის მიღება
- პერიოდული ანგარიშების მომზადება განხორციელებული აქტივობების შესახებ და პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაცია
- ცვლილებებისთვის კოორდინაციის გაწევა ახალი სერვისების განსახორციელებლად
- სისუფთავისა და ჰიგიენის გეგმის პროცესურებისა და პოლიტიკის მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება/ აღრიცხვა.
- პარტნიორებისა და ასასიტენტების ზედამხედველობა ყველა წესის დაცვის უზრუნველსაყოფად
- კომპანია " გლოვოს" საკუთრებაში არსებული ყველა ინვენტარის მართვა და ზედამხედველობა
- ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად ყველა ადგილობრივი დოკუმენტაციის შეგროვება, რაც აუცილებელია სამზარეულოს ოპერაციების გაიდლაინების მიხედვით
- სურსათის ხარისხის შესაბამისი პროცესების კონტროლი
კრიტერიუმები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის პოზიციაზე ( უპირატესად ჩაითვლება კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება)
- პრიორიტეტად ჩაითვლება HACCP-სა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- ორგანიზებული
- პერსონალის მოტივირებისა და ხელმძღვანელობის უნარი
- სწრაფი აზროვნება და თავდაჯერებულობა
- პრობლემის სწრაფი გადაჭრის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!