მეტოსტერე

თბილისი სრული განაკვეთი MacShaurma
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სწრაფი კვების თანამშრომელი
“მაკშაურმა” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს და წარმოებას, რომელიც  ობიექტებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტით ამარაგებს. 

“მაკშაურმა” აცხადებს ვაკანსიას მეტოსტერეს პოზიციაზე. 

მოთხოვნები:
  • სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე, მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება. 

პიროვნული უნარები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მზარეულის მიერ მომზადებული შაურმის გატოსტვა;
  • შაურმის სწორად შეფუთვა და შეკვეთის ტიპის მიხედვით, მოლარისთვის, ან დელივერის კურიერისთვის, სწრაფად და სწორად გადაცემის უზრუნველსაყოფა; 
  • შეკვეთის გადაცემამდე, პროდუქტების სტანდარტების და ხარისხის კონტროლი;  
  • შეკვეთის დაზიანების შემთხვევაში, პროდუქტის ჩამოწერა დადგენილი წესის მიხედვით.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
  • სამუშაო დრო და გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას. ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას კორპორატიული ტაქსით.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:hr@macshaurma.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995598247777