სასტუმრო "ალაზნის ველი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს თელავში - ალაზნის გამზირი №75 და მოიცავს 60 ნომერს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის მიღება-განთავსება
- ჯავშნების განხორციელება
- სტუმრების რეგისტრაცია
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება
- სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ანალოგიურ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
- სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული;
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ანაზღაურება: დღიურად 70 +
საცხოვრებელს და კვებას სამუშაო საათების დროს უზრუნველყოფს სასტუმრო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: info@alaznisveli.com.ge დანიშნულების ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.