გუნდის წევრი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Mcdonalds Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 1000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სწრაფი კვების თანამშრომელი
მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე. 
გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი

ანაზღაურება:
  • საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
  • სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾; 
  • ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება; 
  • ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი; 

ბონუსი:  წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.  

  • იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში; 
  • შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო; 
  • მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში; 
  • იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით.

რას გთავაზობს მაკდონალდსი?
დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ

გუნდის წევრი - ინსტრუქტორი - მენეჯერი 

70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას;
ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები – თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა;
გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები –გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა;
შიდა ტრენინგები.

ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.  
შეავსე ანკეტა შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/crew-vacancy/chat
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე