შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მეტტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge 

მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს,  დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება. 
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი. შესყიდვების მენეჯერის როლი განისაზღვრება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების პროცესის მართვით და კონტროლით.  შესყიდვების მენეჯერის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროექტებიდან შესასყიდ პროდუქციაზე დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნის ანალიზი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდერების წარმოება;
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის  კომპანიისათვის საინტერესო და მისაღები ხარისხისა და ფასის მისაღწევად;
  • მოთხოვნის ინიციატორთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად;
  • შესყიდვისთვის გადარიცხვის ორგანიზება;
  • ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
  • შესყიდვის ხელშეკრულებების ფორმირება;
  • შესყიდვებისა    და    მოთხოვნების    სტატისტიკური    მონაცემების    შეგროვება    და ანგარიშის მომზადება;
  • საქონელზე შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში/სამშენებლო ობიექტზე მოწოდებამდე ვადების  კონტროლი;
  • ფინანსური მიმართულების მოთხოვნების შესაბამისად მიღება - ჩაბარების დოკუმენტების მომზადება  და დროულად მიწოდება;
  • ტენდერინგის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საწყობთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ანალიზი და შეფასება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
  • შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე:   https://wkf.ms/3B6TbrP

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე