შპს ,,AWARD’’ აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: საწყისი ხელფასი 2500 ლარი (დარიცხული) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ 3125 ლარი (დარიცხული)
(გამოსაცდელი ვადა 6 თვე)
მოვალეობები:
- საერთაშორისო ბაზრის მუდმივი კვლევა, მომწოდებელთა მოძიება, ბაზების შექმნა და მართვა;
- შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
- უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი მასალის კომპანიისათვის მისაღები ხარისხისა და ფასის შეთანხმების მიზნით.
- იმპორტული მასალების ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
- შესყიდვებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, სერტიფიკატების და ა.შ შეგროვება;
- უცხოელი მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
- მასალების შესყიდვის მოთხოვნიდან, ამ მასალების საწყობში მიწოდებამდე პროცესისა და ვადების კონტროლი;
- მასალის საწყობში მიწოდების შემდგომ, შეძენილი მასალის შესახებ კომპანიის ფინანსური სამსახურის ინფორმირება;
- შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვების განხორციელება, თითოეული შესყიდვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და კომპანიის ფინანსური დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
- კომპანიის მიმდინარე პროექტების მოთხოვნის შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, საჭირო მასალების მოძიება და ამ მასალების ობიექტისთვის დროულად მიწოდების პროცესის მართვა;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა (პრიორიტეტული)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო