შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
კომპანია 4Hospitals, სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაოს აღწერილობა:
  • ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
  • ახალ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
  • არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
  • კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
  • კომპანიის კომერციული დეპარტამენტის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მუდმივი ანალიზი და შესყიდვების საქმიანობის შესაბამისი დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
  • მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და სხვა პირობების მუდმივი ანალიტიკა და კომპანიისათვის მოწოდებისა და შესყიდვის პირობების მუდმივ რეჟიმში გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების განხორციელება და კომპანიის ინტერესების ეფექტიანად გატარება;
  • ტენდერებსა და კომერციულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ოპტიმალური მომწოდებლის მოძიება, კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მიღწევის მიზნით;
  • შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების დროული განხორციელების მოთხოვნა შესაბამისი პირებისგან;
  • პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
  • საჭიროებისამებრ, პარტნიორ კლინიკებთან კომუნიკაცია, გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კლინიკების მოთხოვნილებების უკეთესად გაცნობის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@4hs.ge
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.