მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი მაღაზიათა ქსელი OnePrice
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
OnePrice აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ნახევარი  განაკვეთი 2:00- 22:00 2 დღე დასვენება

OnePrice არის ბაზარზე ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი მაღაზიათა ქსელი (უკვე ოცი ფილიალი), რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა ათასობით მომხმარებლის სიყვარული, შესთავაზა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და დაბალი ფასები.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სალაროზე მუშაობის ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ყურადღება, პასუხისმგებლობა, წესიერება;
  • მომხმარებელზე ფოკუსირება;
  • ინტენსიური მუშაობის სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება და განთავსება შესაბამის ადგილას;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაიაროს კონსულტაცია ზემდგომ პირთან, რათა შეუფერხებლად გაუწიოს მომხმარებელს კონსულტაცია;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება, შევსება, აღწერა და მოწესრიგება, კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა და წარმოდგენილი პროდუქციის კონტროლი;
  • არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • სალაროსთან და ზოგადად გაყიდვებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
  • გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

სამუშაო პირობები:
  • სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
  • ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება;
  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები;
  • მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.gvaramadze@oneprice.ge ან leli@oneprice.ge ან დაგვიკავშრდეთ ნომერზე + 995 599 11 33 09. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!