სახელმწიფო ტენდერებზე მომუშავე საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სელბაი ლიმითედი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
კომპანია სელბაი ლიმითედი, რომელიც წარმოადგენს შესყიდვების და ლოჯისტიკის მართვის აუთსორს კომპანიას, აცხადებს ვაკანსიას  სახელმწიფო ტენდერებზე მომუშავე საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 150 ;
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერების დამუშავება, ბიუჯეტის შედგენა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
  • კლიენტების მოძიება, პოტენციურ კლიენტთა ბაზის ორგანიზება, მისი მენეჯმენტი და მუდმივი განახლება;
  • პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქციის შეთავაზება, კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის, ელექტრონიკის ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
  • სახელმწიფო ტენდერებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
  • დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
  • პასუხისმგებლობა მაღალი გრძნობა;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი “. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი;  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ  შერჩეულ კანდიდატებთან.
ჯორჯიან მანგანეზი გისურვებთ წარმატებებს!