მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ორიენტი
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY, LIST და სხვ. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი კარიერული/ პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მივცეთ.

შპს „ორიენტი“  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.
თანამდებობა: მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის  ჩათვლით (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; შესვენება1 საათი ),  დასვენების დღე შაბათი-კვირა.

მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე გამოცდილების არქონის შემთხვევაში საქმიანობას შეგასწავლით ადგილზე.
აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა  და საკუთარი ავტომანქანის ფლობა. (წვა მაქსიმალური 9 ლიტრი, საწვავი ანაზღაურდება კომპანიის მიერ).

მოვალეობები:
  • საწყობიდან პროდუქციის (მსუბუქი) გამოტანა და სავაჭრო ობიექტების ტერიტორიაზე (სამუშაო სექციაში)  პროდუქციის მერჩენდაიზინგის პრინციპების შესაბამისად განთავსება/კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთის, ფასმაჩვენებლისა და ვადების კონტროლი, როგორც დარბაზში, ისე საწყობში;
  • ნაშთის კონტროლი;
  • პროდუქციის უკეთ წარმოჩენის მიზნით საჭირო და იმავდროული ზომების მიღება;
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის  ყოველთვიურად  შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა;
  • თანამშრომლებთან და მომხმარებელთან ურთიერთობისას კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა (საქმიანობასთან/პროდუქციის რეალიზაციასთან  დაკავშირებული) მითითებების  შესრულება;
  • ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:
  • ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
  • ენერგიული და კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
  • პუნქტუალური და დისციპლინირებული;
  • ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული/ კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
  • ანაზღაურებად შვებულებას;

ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1300 ლარი (მოჭრილს +ბონუსი).

გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე:   hr@orientltd.ge ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ  სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული  რეზიუმე არ განიხილება.
შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შემდგომი დაწინაურებისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ. იმ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა, რომლის დასაქმებაც არ მოხდება კომპანიაში,  განხორციელდება მხოლოდ დამუშავების ეტაპზე, მაქსიმუმ ერთი თვის ვადით ელექტრონული სახით.