მერჩენდაიზერ - ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ბიდი კომპანი (Ferrero)
მივლინება: არა ხელფასი: 800
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
სადისტრიბუციო კომპანია შპს „ბიდი კომპანი“ დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO  (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac)  Nefis,  Dr.Otker, Confitrade, Sladonezh  ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.
„ბიდი კომპანი“  აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ - ტექნიკოსის  პოზიციაზე თბილისში:
სამუშაო საათები:  9:00-18:00 სთ. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
ანაზღაურება - 800  ლარი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
  • სასურველია მსგავს  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის  მოწყობილებების  მონტაჟი სავაჭრო ობიექტებში;
  • მერჩენდაიზინგის კონტროლი;

პიროვნული უნარები და თვისებები:
  • მიზანდასახულობა;
  • პასუხისმგებლიანობა.
  • პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე hr@bdcompany.ge   20 სექტემბრის   ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ბიდი კომპანის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1(ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება,

გისურვებთ წარმატებას!