კონსულტანტ-მერჩენდაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი ფიქს პრაისი
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“  8 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ . 
 
გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი
დღეისათვის კომპანია  ფლობს 6 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.  
მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“  აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ.თბილისის ფილიალებში (ლოკაცია გლდანი, სადგურის მოედანი, ვარკეთილი)

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება.
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქციის ვადის კონტროლი
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
  • პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინარული;
  • პუნქტუალური.
  • თავაზიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია რუსული  ან/ და ინგლისური  ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. 
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: 2+2  10:00-21:00სთ; 09:00-20:00სთ
სამუშაო საათები: 10+1
ანაზღაურება: 900ლ+

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!