ვიზუალური მერჩენდაიზერი - MANGO

ბათუმი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მერჩენდაიზინგი
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.
პოზიციის დასახელება:  ვიზუალური მერჩენდაიზერი - MANGO

მისამართი:Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგების დაგეგმვა და კოორდინირება.
  • მაღაზიის ვიზუალურ მხარეზე მუშაობა, გაყიდვებზე დაყრდნობით.
  • კომერციული რეპორტების ანალიზი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

უნარები:
  • კრეატიულობა
  • დღის დაგეგმვა  პრიორიტეტების მიხედვით
  • დროის მენეჯმენტი
  • ტრეინინგის ჩატარების უნარ-ჩვევები
  • ღია კომუნიკაცია
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი

სამუშაო გრაფიკი:  სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი 
ანაზღაურება: 1000 + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ  CV შემდეგ  მისამართზე: cvgeo@cenomi.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი Grand Mall Batumi