მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი KoCos
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
კორეული კოსმეტიკის მაღაზია "KoCos" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის 2 , სავაჭრო ცენტრი  "East Point"
სამუშაო გრაფიკი: დღე გამოშვებით, 10:00 - 22:00.
ანაზღაურება: 1000+ ლარი (45 ფიქსირებული +3% გაყიდულიდან + გეგმიური ბონუსები).

ძირითადი მოვალეობები:
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა, ახალი პროდუქციის მიღების დროს დეტალური შესწავლა;
  • მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია კანის მოვლის საშუალებების მაღაზიაში);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა საშუალო დონეზე (ინგლისური, რუსული).

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური, გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე;
  • მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
  • ენერგიული და შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ kocosgeorgia@gmail.com