Skechers დაარსდა 1992 წელს და საერთაშორისო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს სპორტული ორთოპედიული ფეხსაცმელებისა და სპორტული ტანსაცმლის წარმოებაში. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს ქალის, მამაკაცის და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციას.
ბრენდის ოფიციალური მაღაზიები წარმოდგენილია საბურთალოს სითი მოლსა და ისთ ფოინთში
Skechers აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ლოკაცია - საბურთალოს სითი მოლი/ისთ ფოინთი
გრაფიკი - 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება - 800 NET + ბონუსი (100-500 ლარი)
ბენეფიტი
- ანაზღაურებადი სტაჟირება
- სკეჩერსის ვაუჩერი
- მუდმივი კორპორატიული ფასდაკლება სასურველ პროდუქციაზე
აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ან/და რუსული სასაუბრო დონეზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების განხორციელება
- კოლექციის ზედმიწევნით ცოდნა
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
- გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
- მაღაზიაში წესრიგის კონტროლი
მახასიათებლები:
- თავაზიანი
- კომუნიკაბელური
- განვითარებაზე ორიენტირებული
- დისციპლინირებული
- პოზიტიური და ენერგიული
თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ სკეჩერსის გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდი ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV (მიუთითეთ სასურველი ლოკაცია) – hr@rgx.ge
გისურვებთ წარმატებებს!