მოლარე-კონსულტანტი

გორი სრული განაკვეთი ჩვეული
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება. 
"დეილი" სუპერმარკეტების ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონში. 
 ამ ეტაპზე ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს ,,დეილი“-ის შვილობილი ბრენდის ,,ჩვეული“-სთვის  მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.გორში, სოფ. კარალეთი.
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას; 
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას; 
  • ყოველთვიურ ბონუსს მაღაზიის ნავაჭრის მიხედვით (არ არის დამოკიდებული გეგმის შესრულებაზე); 
  • ერთგულების ბონუსს (სტაჟი 1 წლიდან); 
  • განვითარებისა და მოკლე პერიოდში დაწინაურების შესაძლებლობას; 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება (პროგრამა 1C) 
  • სალაროსთან არსებული პროდუქციის შევსება, ვადიანობის და ფასმაჩვენებლების სიზუსტეზე ზრუნვა; 
  • სექციაში არსებული თაროების მოწესრიგება და პროდუქციის განთავსება დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • მომხმარებლებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევა; 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია 1 C პროგრამის ცოდნა (ან შევასწავლით ადგილზე); 
  • გამოცდილება არ არის აუცილებელი; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • სწრაფად ადაპტაციის უნარი; 
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები; 
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული; 
  • თავაზიანი. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 სთ), სამუშაო ცვლის შეთანხმება შესაძლებელია 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@daily.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შეავსოთ განაცხადი მითითებულ ლინკზე: https://b24-udhi8a.bitrix24.site/crm_form_14ccf/ 
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 35 57 13 
 
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანია "დეილის" აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 
 
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!