HR/Administrative პროექტის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი HRRA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ადამიანური რესურსები: კომპენსაცია/ბენეფიტების სპეციალისტი, HR სპეციალისტი, HR ასისტენტი, HR პოლიტიკისა და პროცედურების სპეციალისტი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას ეიჩარ პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.


"დასაქმების სააგენტო ეიჩარი" დაარსდა 2006 წელს და დღემდე წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ბაზარზე.

კომპანიაში არსებობს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებება, ამჟამად ვაცხადებთ ვაკანსიას პერსონალის აუთსორსინგის განყოფილებაში, ეიჩარ პროექტის ასისტენტის პოზიციაზე. 

სამუშაო გამოცდილება არ არის შერჩევის აუცილებელი კრიტერიუმი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიწყოთ მუშაობა და განვითარდეთ ადამიანური რესურსების სფეროში, ჩვენს კომპანიაში.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

სამუშაო განრიგი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

  

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
  • საბუთების შენახვა, განახლება, აღრიცხვა
  • მივლინებების ადმინისტრირება
  • შესყიდვების ადმინისტრირება
  • მონაცემთა ბაზების წარმოება, კონტროლი, განახლება
  • სახელფასო ფაილების მომზადება
  • სხვადასხვა ტიპის ბიუჯეტების მომზადება
  • თანამშრომლებთან კომუნიკაცია და დროული რეაგირება მათგან მიღებულ თხოვნებზე/შეკითხვებზე
  • სხვა, პროექტთან დაკავშირებული საოპერაციო პროცესების მართვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია მცირე, 6 თვემდე სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების მიმართულებით
  • ქართული ენა - მშობლიური, ინგლისური ენა - B2
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office)


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი
  • შრომისმოყვარე


თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project3@hr.ge გისურვებთ წარმატებებს!