HR სპეციალისტი

ფოთი სრული განაკვეთი ფოთი ტრანსტერმინალი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
„ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს,  დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.  

„ფოთი ტრანსტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე, ადმინისტრირების მიმართულებით
ადგილმდებარეობა: ფოთი, ხობის ქ. N7 
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00) 
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით). 
„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.  
 
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); 
  • სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც ვერბალური, ასაევე წერითი უნარების მაღალი დონე); 
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); 
  • სასურველია ადამიანური რესურსები ელ. პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. 

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შესარულებს: 

  • თანამშრომლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება; 
  • ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირება; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა ბენეფიტების ადმინისტრირება; 
  • გუნდური აქტივობების დაგეგმვასა და განცოხრიელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ტრენინგების/შეფასების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; 
  • შერჩევის პროცესის ადმინისტრაციული მხარდაჭერა. 

შერჩევის ეტაპები მოიცავს: 

  • CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას; 
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე); 
  • გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ). 
 
როგორ მოგვმართოთ: 
  • თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ: 
  • მოტივირებული 
  • სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • შრომისმოყვარე 

ამასთანავე გაქვთ: 

  • როგორც გუნდურად,  
  • ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, 
 
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge 
 
მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 23 იანვარი. 
სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები. 
 
გისურვებთ წარმატებას!