,,ბს/2 ჯორჯია“-ს HR და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ვეძებთ სტაჟიორს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- თანამშრომლების დასაქმების პროცესში მონაწილეობის მიღება (რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების დაგეგმვა, თარიღების და დროის შეთანხმება, ასევე საჭირო რესურსების მომზადება);
- HR & ადმინისტრაციულ დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება (დახმარება მიმდინარე პროექტებში, როგორიცაა კორპორატიული კულტურის განვითარება, სატრენინგო პროგრამების განხორციელება, თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის ახალი ინიციატივების დანერგვა და სხვა);
- სხვა ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება (დეპარტამენტის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, მაგალითად, შეხვედრების ორგანიზება, კორესპონდენციის განხილვა და სხვა);
- Onboarding /Offboarding - ში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
- განათლება სოციალური მეცნერებების / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1/B2 დონეზე;
ჩვენ გთავაზობთ:
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
- ანაზღაურება: 1 თვე უხელფასო შემდეგი 5 თვე 500 ლარი (NET).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - HR სტაჟიორი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!