ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი

ხელვაჩაური სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
კომპანია „ზღვა ლუდი“, ქართულ ბაზარზე   2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის  ჩამოსახმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და  დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში. 
„ზღვა ლუდი“-ის მიზანია მომხმარებელს შეთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და  მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია „ზღვა ლუდი“  აცხადებს ვაკანსიას    „ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის“  თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა:  ქ.ბათუმი;ხელვაჩაური, სოფ. სალიბაური, მე-6. ქ.1ა 
ორშ-პარასკევი 09:00-18:00 სთ;
ანაზღაურება: 2000 დან  + KPI  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • აუცილებელია ადამიანური რესურსების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუს 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული  ენის მაღალ დონეზე ფლობა ; (აუცილებელია)
  • MS Office -ის  ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, სისტემების დანერგვა/მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება;
  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის და კომპანიის წესდების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება - HR დოკუმენტაციის (შვებულებები, ცნობები...) მართვა და რეესტრის წარმოება;
  • თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ორგანიზება, სრული ციკლის მართვა;
  • თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემების და კარიერული განმავითარებლის 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
  • ბიზნეს პროცესებში ჩარტლობა; კოორდინირება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავება;

პიროვნული თვისებები:
  • ლიდერული უნარი
  • ანალიტიკური უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • დროის სწორად მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე Hr@zgvaludi.ge   22 სექტემბრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და  სასურველი ლოკაცია"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს  "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!