HR ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეოინვესტი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
სამშენებლო კომპანია „ჯეოინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
ორგანიზაციაში მიმდინარე ოპერაციების სრულყოფილი და ეფექტური მართვა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომელთა Onboarding/Offboarding-ის პროცესის ოპერაციული ნაწილის მართვა;
  • კომპანიაში არსებული თანამშრომელთა სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
  • ყოველთვიურად თანამშრომელთა დასწრების შესახებ ინფორმაციის მართვა (სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში);
  • თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი;
  • თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების, ცვლილებების, ხელშეკრულების შეჩერების პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
  • თანამშრომელთა ხელფასებისა და მივლინების აღწერა და კონტროლი;
  • საპატრულო ჯარიმებისა და ტექდათვალიერებების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმბაკლავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
  • Microsoft Office, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტულობის შენარჩუნება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
  • მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
  • გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
ანაზღაურება 1500-დან ზემოთ,  ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: geoinvesti@yahoo.com          
ტელ: +995598282677