ადამიაური რესურსების სამსახურის უფროსი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
სასწავლო უნივერსიტეტი შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიაური რესურსების  სამსახურის უფროსის პოზიციაზე 

რატომ დასაქმება „ბაუში“?
  • ბაუ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში;
  • ბაუში კარიერის შექმნა რეალური და საინტერესოა;
  • ბაუ მუმდივად არის ორიენტირებული ტალანტების ძიებაზე.
  • ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი მდგომარეობს შემდეგში:
  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, მისი განვითარება და აღსრულება;
  • მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ახალი ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის ორგანიზაციული ადაპტაციის უზრუნველყოფა;
  • პირის სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული კონკურსისა და თანმდევი პროცესების ორგანიზება;
  • დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება და მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შესრულების სამუშაოს შეფასების პროცესის ორგანიზება;
  • პერსონალის შეფასების შედეგებზე დაფუძნებული განმავითარებელი რეკომენდაციების განსაზღვრა და მისი კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან;
  • დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და გადამზადების საჭიროებების კვლევა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
  • გუნდური მუშაობის პრინციპების დანერგვა და კორპორატიული კულტურის ამაღლების ხელშწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველსემესტრული ანგარიშის მომზადება;
  • სხვა უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით ან/და გამომდინარეობს სამსახურის საქმიანობის მიზნებიდან.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:
  • უმაღლესი განათლება: სასურველია ჯანდაცვა/მედიცინა/სტომატოლოგია/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე  ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი:  სრული 
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე    hr@bauinternational.edu.ge.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ  პოზიცია, რომელზეც აკეთებთ 
განაცხადს.რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2024 წლის 25  სექტემბერი