ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

მცხეთა, ნატახტარი სრული განაკვეთი ბარამბო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
„ბარამბო“ ორიენტირებულია მაღალპროფესიონალი კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას. 
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის  თანამდებობაზე. 
სამუშაო ადგილი: ნატატარი.

პოზიციის ფუნქციები:
  • ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება: 
  • შინაგანაწესი;
  • შრომითი ხელშეკრულებები;
  • ბრძანებების მომზადება;
  • თანამშრომლების პირადი საქმის და შესაბამისი დოკუმენტების ადმინისტრირება (ფიზიკურად და სისტემაში) 

ადამიანური რესურსის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება:
  • ვაკანტური პოზიციისათვის თანამშრომლის შერჩევაში მონაწილეობის მიღება(ტესტირება, გასაუბრება) 
  • თანამშრომლების ბენეფიტების მართვა(კორპორატიული ნომრები, კორპორატიული დაზღვევა და სხვ.)

ანგარიშვალდებულება:HR მენეჯერის წინაშე

მოთხოვნები:;
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური/რუსული ენების სამუშაო დონე; 
  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • გუნდურობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;

გთხოვთ, CV  გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@barambo.ge
დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.