დამხმარე ოპერატორი / მბეჭდავი

თბილისი სრული განაკვეთი პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
მივლინება: არა ხელფასი: 500
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) პოზიციაზე.
მდებარეობა: დიღომი, ჩაჩავას ქ. 1

სამუშაო გრაფიკი:
ნახევარი განაკვეთი à ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-14:00/ 14:00-18:30 ცვლებში, თვეში ორი შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: 500 ლარი
სრული განაკვეთი: à ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე, ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00 საათამდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე 800-1000 ლარის ფარგლებში

ძირითადი ფუნქციები:
  • ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა.
  • ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „დამხმარე ოპერატორი (მბეჭდავი)“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.