ანაზღაურებადი სტაჟირება კონტაკტ ცენტრში გაყიდვების მიმართულებით

თბილისი სტაჟირება მეგალაბი
მივლინება: არა ხელფასი: 300
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა,

,,მეგალაბი“ გთავაზობთ 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას კონტაკტ ცენტრში გაყიდვების მიმართულებით,

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციურ მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება;
  • პოტენციურ მომხმარებელთა დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გამართული მეტყველება;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები
სამუშო გრაფიკი: 11:00-17:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენება: შაბათ-კვირა;
სტაჟირების ანაზღაურება: 300 Gel (NeT);
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, პ.ქავთარაძის #23;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2024 წ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.